შავი ზღვის სანაპიროზე თითქმის 8-ბალიანი შტორმია. ზღვამ ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაიტბორა ახალი ბულვარის ნაწილიც. ბათუმის ვიცე-მერის ინფორმაციით, მოსახლეობის შესაძლო ევაკუაციისთვის, შესაბამისი სამსახურები, მდგომარეობის მიხედვით იმოქმედებენ. შტორმმა და ძლიერმა ქარმა ფოთშიც პრობლემები შექმნა. ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, ასევე დაზიანებულია ათამდე ავტომობილი. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმის სიმძლავრე მალე მოიკლებს, ხოლო ძლიერი ქარი სავარაუდოდ, სამი დღით შენარჩუნდება.