პარლამენტის ბიურომ პარტია "ლელოს" რეზოლუციის პროექტს, "საქართველოს დაცვის აქტს", მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საბიუჯეტო ოფისს აღნიშნულზე უარყოფითი დასკვნა ჰქონდა. ანა ნაცვლიშვილმა ქართული ოცნების მიერ გაჟღერებული განცხადებების საპასუხოდ განმარტა რომ მმართველი პარტია საქართველოს მოქალაქეების დაცვის მაგივრად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს იცავს. თემაზე უფრო ვრცლად სალომე ჯაფარიძე ისაუბრებს.