როგორი იქნება მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული გეგმა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 დათქმის შესახებ - დოკუმენტი საჯარო დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში გახდება. სახელისუფლებო პარტიის განცახდებით, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა არ აქვთ იმედი რომ სამუშაო პროცესში ოპოზიცია ჩაერთვება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით კი, მმართველი პარტია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში უმოქმედოა, მათ მოსაზრებებს კი კვლავ არ იზიარებს.