უკრაინაიში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ბოლო 24 საათში, ოკუპანტების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური იყო. უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის გამო, კიევში ვიზიტით მყოფ ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს თავშესაფარში ჩასვლაც კი მოუწია. ქალაქში რამდენიმე შენობა დაზიანდა და 5 ადამიანი კი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, კიევში განგაშის სიგნალების ხმა 5-ი საათის განმავლობაში ისმოდა. უკრაინის თავდაცვის ზალებმა 75 დრონიდან 71-ის ჩამოგდება მოახერხეს. გენშტაბის ცნობით, ამ დროისათვის ომის ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ავდიივკა რჩება. გარდა ამისა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა 860 ოკუპანტი მოკლეს, რის შედეგადაც რუსეთის სამხედრო დანაკარგებმა 323 000-ს გადააჭარბა.