თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელის, ქეთევან ცერცვაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურას 3-ი კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდა - ეს იყო 15-ი ათას ლარიანი გირაო, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა და პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა. ბრალდებულმა სიტყვითაც ისარგება და აღნიშნა, რომ ყველაფერი პროტოკოლის დაცვით გააკეთა და ის დამნაშავე არ არის.