მე აქ, არც სტალინზე და არც სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გორში, ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს გამართულ აქციებზე განაცხადა, რომ ეს აქციები რუსეთის მიერ იყო მართული.
„მიხეილ სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ ვარ მოსული. მე აქ, არც სტალინზე და არც სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. 7 ნოემბერს [აქციებში] მეც ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე მე, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მისცემს თუ არა სასამართლოს ჩვენებას 7 ნოემბრის საქმეზე?- ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: „შეიძლება, რომ ამდენი წლის მერე, 2012 წლის მერე დაივიწყოთ თქვენ სააკაშვილი?“
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შეიწყალებს, თუ არა მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.
„მე აქ არავის შეწყალებაზე არასდროს ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ. ვისაც შევიწყალებ ნახავთ, როდესაც იქნება შეწყალების სიები!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.SS.GEროგორ მოხვდე აქგოჭის და ქათმის შეწვის სპეციალისტიქირავდება საოფისე ფართი საბურთალოზეიყიდება 2 ოთახიანი ბინა დიდუბეში