რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული სამხედრო ძალები ხერსონის ოლქს თავს 100-ჯერ დაესხნენ, რის შედეგადაც, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაიჭრა“, - განაცხადა პროკუდინმა.
პროკუდინის ცნობით, რუსული ძალების სამიზნეს საცხოვრებელი ადგილები წარმოადგენდა და შეტევები არტილერიით, სარაკეტო სისტემებით, ტანკებითა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს.
შეგახსენებთ, დღეს, რუსეთმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასშტაბური იერიში კიევზეც მიიტანა.