დავით არახამიამ მომავალ წელს უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხა - Palitra News

დავით არახამიამ მომავალ წელს უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხა

2023-11-25 15:00:12+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ მომავალ წელს უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხა. მისივე თქმით, 2024 წელს უკრაინაში არც საპარლამენტო, არც ადგილობრივი და არც საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რადგან ომში მყოფ ქვეყანას ამის საშუალება არ გააჩნია. არახამიას განცხადებით, მაშინ, როდესაც 6-ს მილიონზე მეტი მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება, ქვეყანაში კი მუდმივად საჰაერო განგაში არის გამოცხადებული, ძალიან რთულია, რომ საარჩევნო პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართოს. საპრეზიდენტო არჩევნები უკრიანაში 2024 წლის 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო.