პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგონას ქუჩაში აედევნა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. პოლიციამ აღნიშნული პირი მალევე დააკავა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.