უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. რამდენიმე წუთის წინ კი ის ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიასვენეს. გელენიძეს 28 ნოემბერს ფოთში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ 30 წლის მებრძოლი დანაყოფ "თბილისის" წევრი იყო. ის 17 ნოემბერს თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ომში, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.