კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისთვის დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილის სემინარი “როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?” ჩატარდა. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს ამბის ისტორიად ქცევა, მისი სხვადასხვა რაკურსით გაშლა და კრიტიკულად გაანალიზების მეთოდები. ამასთან ერთად კი, მიიღეს ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც არ ჩანს, მაგრამ რომელთა გარეშეც სრული სურათის შექმნა შეუძლებელია. სემინარის დასასრულს, მედიააკადემიამ ჟურნალისტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.