2011 წლამდე გაცემული ძველი ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობები გაუქმდება, თუმცა ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას გულისხმობს, საბოლოოდ მაინც მიიღება. მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ძველი პირადობის მოწმობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა.კობახიძის მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არაელექტრონული პირადობის მოწმობები ექნებათ, 500-1000 კაცი იქნება. პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განსხვავებული მოსაზრებები გააჟღერეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, უმრავლესობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მათ მიიღეს პირობა, რომ ძველი პირადობის მოწმობების ახალი ელექტრონული ბარათებით ჩანაცვლდება. რაც შეეხება, ევროპელი სოციალისტების კანონპროექტს, რომელიც მმართველმა გუნდმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით , თუ აღნიშნულ კანონპროექტს ქართული ოცნება საბოლოოს მაინც მიიღებს, მათი დანაპირები სიყალბე იქნება.