„ჰამასის“ მიერ მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლება მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„დღეს, მე ჩემ გუნდთან ერთად მიმდინარე პროცესი განვიხილე, რადგან ჩვენ შეთანხმების განხორციელების პირველი რამდენიმე დღე დავიწყეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის მიღწევას აქტიურად ცდილობდა აღნიშნა, რომ ზავის გახანგრძლივების შანსები რეალურია.
შეგახსენებთ, გუშინ, „ჰამასმა“ 24 მძევალი, მათ შორს ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა, ხოლო ისრაელმა ციხეებიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.