„პოლიტიკოს“ ცნობით, თუ ევროკავშირის ლიდერები კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მთლიანი სტრატეგიის გადახედვას არ დათანხმდებიან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების, ასევე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაბლოკვით იმუქრება,. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს რომ დეკემბრის სამიტზე უნგრეთის მიერ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების უპასუხისმგებლობის შედეგი იქნება. ოლგა სტეფანიშინას თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია უნდა შედგეს და აუცილებელია იმ წარმომადგენელთა გადარწმუნება მოხერხდეს ვინც უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესზე ვეტოს დადებაზე ფიქრობს. უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, თუკი 15 დეკემბერს გადაწყვეტილების მიღებისას რომელიმე ერთი ქვეყანა ვეტოს გამოიყენებს, ეს მხოლოდ ერთი ქვეყნის ვეტო არ იქნება და საფრთხე ევროპის მომავალს დაემუქრება.