ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის მეორე დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინის ლიდერებს შეხვდება. დევიდ ქემერონის განცხადებით, ღაზაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად დიდი ბრიტანეთი დამატებით 30 მილიონ ფუნტს გამოყოფს. მისივე თქმით, თანხა გაერო-სა და სხვა სააგენტოების მხარდაჭერას მოხმარდება, რათა მოქალაქეთა თავშესაფრითა და სამედიცინო საჭიროებებით დახმარება უზრუნველყონ. ქემერონი ხაზს უსვამს, რომ დროებითი ზავის შეთანხმება, ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ხელს უწყობს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინელ ლიდერებთან საუბრისას კრიზისის გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას განიხილავს.