ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ისრაელი ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის საწვავი შევიდა. კატარელი მედიატორების ცნობით, პირველ ეტაპზე „ჰამასი“ ღაზას სექტორიდან 13-ტ მძევალს გაათავისუფლებს, რასაც ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვება მოჰყვება. შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში, შემდეგი 4 დღის განმავლობაში "ჰამასის" მიერ 50-ი მძევალი ქალისა და ბავშვის გათავისუფლება არის დაგეგმილი. ამის სანაცვლოდ კი ამავე პერიოდში ისრაელმა ციხეებიდან 150-ი პალესტინელი პატიმარი უნდა გამოუშვას.