ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა. მთავრობის მეთაური ბაქოში ეკონომიკურ ფორუმს, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე. ასევე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობა. გარდა ამისა, მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას.