რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 16 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. „დღეს ღამით, კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის წინააღმდეგ“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ყირიმის თავზე 13 უკრაინული დრონი გაანადგურა, ხოლო ვოლგოგრადის რეგიონში – სამი.