რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება კვლავ რთულია. საოკუპაციო ძალებმა შეტევები სუმის ოლქზე მიიტანეს. გასული დღე -ღამის განმავლობაში, რეგიონში 18 საარტილერიო და სარაკეტო იერიში განხორციელდა. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთშია. გაუსლი 24 საათის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე 64 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა უკრაინაზე 2 სარაკეტო, 42 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი კი 53-ზე მეტი იერიში მიიტანეს. თავდასხმებისას შაჰედის ტიპის დრონები გამოიყენეს, მათი უმეტესობა უკრაინულმა თავდაცვამ გაანადგურა. რუსული ძალების იერიშების შედეგად დაჭრილი და დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. გენშტაბის ცნობითვე, დიდია მტრის დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა მტრის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.