ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. The Times of Israel-ის ინფორმაციით, დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე ღაზას სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებში სარაკეტო განგაში ისმოდა, ხოლო ღაზას მასშტაბით ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ინტენსიური დაბომბვის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა. კატარელი მედიატორების ცნობით, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ღაზაში 13 მძევალი გათავისუფლდება, რასაც ისრაელის ციხეებიდან გაურკვეველი რაოდენობის პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოჰყვება. ჯამში, შემდგომი 4 დღის განმავლობაში "ჰამასის" მიერ 50 მძევალი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებაა დაგეგმილი. სანაცვლოდ, ამავე პერიოდში ისრაელმა ციხეებიდან 150 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს. მათ ი ძირითადი ნაწილი ქალები და არასრულწლოვნები იქნებიან.