გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები მომავალი წლის საპარლამენტო არჩებნების წინ? როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ პატარა პარტიებმა მხარდამჭერთა რიცხვი გაზარდონ. ისინი გაერთიანების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია გაერთიანება ხელოვნური არ იყოს, რადგანაც ეს საბოლოოდ პარტიებს ამომრჩევლებს დააკარგვინებს.