უკრაინამ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ზელენსკის ბრძანებით, შავ სიაში 87 რუსეთის მოქალაქე და 60 რუსეთთან კავშირში მყოფი სხვა ქვეყნის წარმომადგენელია შეყვანილი.უკრაინის პრეზიდენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტით დგინდება, რომ პუტინის რეჟიმის მხარდაჭერის და ანტიუკრაინული განწყობების გამო, შავ სიაში მოხვდა მოსკოვის მთავარი სანიტარული ექიმი ელენა ანდრეევა, ასევე, რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ალექსეი კუდრინი.