რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე დასასწრებად მინსკში ჩავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრაზე წევრი ქვეყნები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ და რამდენიმე დოკუმენტს მათ შორის ორგანიზაციის კოლექტიური უშიშროების საბჭოს დეკლარაციას მოაწერენ ხელს. მინსკში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობენ ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერები. შეხვედრის დაწყებისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა,რომ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ოპერატიულად ათანხმებდნენ პოზიციებს აქტუალურ პოლიტიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებზე, მათ შორის რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის მწვავე პრობლემებზე. საბჭოს სხდომას არ ესწრება ორგანიზაციის წევრი ქვეყნის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.