ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დანით შეირაღებული ადამიანი გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმა სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანია. გამოცემის ცნობით, მათი მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.