„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს კვლავ აკრიტიკებს. პრეზიდენტი კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც მარტის აქციებზე „დაზარალებულმა პოლიციელებმა“ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან ზურაბიშვილს თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რის გამოც, შეუძლებელია იმის გაგება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი გრიგორიადისის საქმეზე. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ადამიანი, რომლის საქმეზეც სასამართლოში სხდომები გრძელდება, პოლიციამ უკვე დამნაშავედ გამოაცხადა, რაც, ოპოზიციის შეფასებით, სრულიად მიუღებელია.