ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესი კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია სტატუსის მიღებისთვის ყველაფერს გააკეთებს და პროცესს ფარსად არ აქცევს. ოცნების წევრები კი ვარაუდობენ, რომ გარკვეული ოპოზიციური სუბიექტები სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან, თუმცა არ გამორიცხავენ რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა სამუშაო ჯგუფში შესვლა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და ინტერესისთვის გამოიყენოს