„ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტის პრინციპებს არასერიოზულს უწოდებს ქართული ოცნება. მმართველი ძალის დეპუტატები ამბობენ, რომ მანიფესტის ნაცვლად “ნაციონალურ მოძრაობას“ მისი დაშლის შესახებ განაცხადი უნდა გამოექვეყნებინა. მეტიც, ქართული ოცნება ოპონენტებს მათ 9 წლიან მმართველობას ახსენებს და აცხადებს, რომ საზოგადოება ძალადობრივი რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნებას არასოდეს დაუშვებს