საქართველოს სახალხო დამცველი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციის მხრიდან შეკრების მონაწილეებისთვის სამინისტროს ეზოსა და მის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე კარვის გაშლის შეზღუდვის ფაქტს ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეებმა მხოლოდ ეზოს გარე ტერიტორიაზე მცირე კარვის განთავსება და წვიმისგან დაცვის მიზნით, ცელოფნის გადაფარება შეძლეს. ღამით კი, პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცელოფნით გადახურულ ნაწილზე პლედის დაფარების უფლება არ მისცეს.