„შუა უნდა შეიკრიბოს“ - აღნიშნული განცხადებით - პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები ახალი ინიციატივით გამოდიან. „ლელოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ორი პოლუსის მიღმა სხვა პროდასავლური პარტიები გაძლიერდნენ. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნოდ მთავარი საკითხი ვერ იქნება პატარა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება.