„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნეს 23 ნოემბრის მანიფესტი სახელწოდებით „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“. მანიფესტი პარტიის იდეოლოგიასა და პრინციპებს ასახავს. ნიკა მელიას ფლანგი კი აღნიშნულ მანისფესტს ხელს, სავარაუდოდ, არ მოაწერს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის საკითხს ეხება.