ავსტრალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პერთთანაა. ცეცხლის გაჩენა დასავლეთ ავსტრალიის შტატში ტემპერატურის მატებამ გამოიწვია. გარკვეულ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. სტიქიურმა უბედურებამ შტატში ათობით სახლი გაანადგურა, ასევე ასობით ადამიანის ევაკუაციაც გახდა საჭირო. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების დროს რამდენიმე ათეული მეხანძრეც დაშავდა.