2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციიდან ზუსტად 20 წელი გავიდა. 20 წლის წინ მოსახლეობა ქუჩაში თავისი ხმების დასაცავად და ქვეყნის განვითარების მოთხოვნით გამოვიდა. 2003 წელს, პრეზიდენტმა - ედუარდ შევარდნაძემ და პარტია "მოქალაქეთა კავშირმა" საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გააყალბა, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა. 20-დღიან აქციებს სამი ოპოზიციური ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია ედგნენ სათავეში. ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. 2003-ი წლის 23 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა.