"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავის აღნიშვნას აკრიტიკებს მმართველი გუნდი. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მმართველობის 9 წლიანმა რეჟიმმა უამრავი ოჯახი დააზიანა, ამიტომ ამ თარიღის აღნიშვნა პოლიტიკურად და მორალურად გაუმართლებელია.