"ვარდების რევოლუციიდან" 20 წლის თავზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მანიფესტი გამოაქვეყნეს.11 პუნქტიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მანიფესტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. მასში ძირითადად ზოგადი ფრაზებია გამოყენებული, თუმცა ხაზგასმით არის აღნიშნული პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირთა როლი.