საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ კომპნია დაარეგისტრირა და ინტერნეტში ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. ბრალდებულმა, ავტომანქანის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ნახევარ მილიონამდე ლარი მიითვისა. ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.