აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, .ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების წინააღმდეგ შეტევა განახორციელეს. ამავე ცნობით,დღეს დილით, ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების თავდასხმების საპასუხოდ, დარტყმები ორ ობიექტზე მიიტანეს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ-მა ერაყში, ირანის მიერ მხარრდაჭერილი ჯგუფების წინააღმდეგ შეტევა რამდენჯერმე განახორციელა. სარდლობამ ჯო ბაიდენის პოზიციაც არაერთხელ გააჟღერა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისთვის საკუთარი ჯარისკაცების დაცვა პრიორიტეტულია.