შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა წარმოადგინეს, რაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სხვადასხვა სფეროში ხელმისაწვდომ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს მოიცავს. სამთავრობო უწყებათაშორისმა კომისიამ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები შეაჯამა.