სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის“ საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი შეემატა და მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის შემოსვლით ჩვენს ქვეყანაში ახალი პარაგრაფი იწყება. „პარაგრაფ თბილისის“ ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიომ დოლარს შეადგენს. სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულ უმაღლესი კატეგორიის სპას და საკონფერენციო სივრცეებს.