ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს გააძლიერებენ და სჯერა, რომ ევროკავშირი ამ გაწევრიანებისთვის მზადაა. მისი თქმით, ორი კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ალიანსს არა მხოლოდ უფრო დიდს, არამედ უფრო ძლიერსაც გახდის.