"ვივამედის" პალატიდან მსჯავრდებული პრეზიდენტის მიერ ნაკარნახევი მანიფესტი დღეს უნდა გამოქვეყნდეს.მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ დოკუმენტი დაშლის პირას მისულ "ნაციონალურ მოძრაობას" გააერთიანებს, თუმცა მანიფესტზე ხელის მოწერას ნიკა მელია არ აპირებს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მომხრეები ამბობენ, რომ დოკუმენტის შინაარსი მათთვის ამ დრომდე გაუგებარია.