ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი დათქმა დეოლიგარქიზაციის მიმართულებით აღებული ვალდებულების ბოლომდე შესრულებაა. თემის განსახილველად, დღეს მმართველი გუნდი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.დისკუსია საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მესამე ერთობლივი კონფერენციის ფარგლებში ტარდება.