სომალიში მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან. ბოლო დღეების განმავლობაში სტიქიური უბედურების გამო საცხოვრებლის დატოვება კიდევ 100 000 ადამიანს მოუწია, რის შედეგადაც დროებით ევაკუაციაში მყოფთა რიცხვმა 650 000-ს მიაღწია. ოქტომბრის ბოლოდან დღემდე სომალიში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. წყალდიდობამ ასევე მეზობელი ქვეყნებიც დააზიანა. კენიასა და ეთიოპიაში გარე სამყაროს რამდენიმე ქალაქი მოწყდა. ექსპერტები სტიქიური უბედურებების გახშირებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.