ილია დარჩიაშვილი ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს, ლეო დოქერტის შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში მიმდინარე პროცესებზე გამახვილდა. აღინიშნა ქართული მხარის ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით. ბრიტანელმა მინისტრმა საქართველოს, როგორც რეგიონული მედიატორის როლს ხაზი გაუსვა. ლეო დოქერტი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.