დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა. ის მხარეების კითხვებს თითქმის, ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც სწორედ ის იწვევდა. კიდევ რა განაცხადა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ყოფილმა პრემიერმა, ამას ეკა ლემონჯავა მოგიყვებათ.