საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. დოკუმენტი 52 გვერდისგან შედგება და 7 მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ითვალისწინებს. მათ შორის ყურადღება გამახვილებულია კორუფციასთან ბრძოლაზე, პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორინგსა და მართლმსაჯულებაზე. ამავდროულად, ოპოზიციაში პარტიების დაფინანსების საკითხზე ამახვილებენ ყურადრებას და ამბობენ, რომ მმართველ გუნდის მიზანია ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმა. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ. კიდევ რა წერია აღნიშნულ სამოქმედო გეგმაში და რას ამბობენ ქართველი დეპუტატები, ამას მაგდა ბლუაშვილი გაგაცნობთ.