თინა ბოკუჩავას თქმით ,ის თავად მიხეილ სააკაშვილის ინიცირებულ ერთობის მანიფესტს მოაწერს ხელს - Palitra News

თინა ბოკუჩავას თქმით ,ის თავად მიხეილ სააკაშვილის ინიცირებულ ერთობის მანიფესტს მოაწერს ხელს

2023-11-21 16:03:41+04:00

თინა ბოკუჩავას განცხადებით ტყვეობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტისთვის კონტრშეთავაზებების და კონტრდოკუმენტების გაკეთება არასწორია. მისი თქმით, ის თავად მიხეილ სააკაშვილის ინიცირებულ ერთობის მანიფესტს მოაწერს ხელს. ბოკუჩავა ამბობს ,რომ თუ ვინმესთვის პრობლემა ტექსტზე მუშაობის პროცესში ჩართვაა, "ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერ წევრთან შეუძლია განიხილოს სამუშაო ვერსია.