ინდოეთში უტარახანდის შტატის მაღაროს შახტაში ჩარჩენილი 41 მაღაროელის გადარჩენის სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებში 100-ზე მეტი ადამიანია ჩართული. BBC-ის ინფორმაციით, გეგმამ, რომლის მიხედვითაც მაღაროელები ზედაპირზე ლითონის მილების მეშვეობით უნდა ამოეყვანათ არ იმუშავა, რადგან სამუშაოების დროს შახტამ ჩამოშლა დაიწყო. ინდოეთის კატასტროფების მართვის სამსახურის განცხადებით, მუშების გამოსაყვანად, სულ მცირე, 60 მეტრის კლდოვანი მასის გაბურღვაა საჭირო. უტარახანდის შტატის მაღაროს შახტა მეწყრის შედეგად 12 ნომებერს ჩამოინგრა.