გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა. მინისტრის ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. გერმანელი მინისტრი კიევში უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. განხილვის მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება. თავდაცვის მინისტრის რანგში ბორის პისტორიუსი უკრაინაში მეორედ ჩავიდა. კიევში მისი პირველი ვიზიტი 2023 წლის თებერვალში შედგა.