საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის ნახევარფინალს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული 3 ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა აღნიშნულ ფაქტს სამწუხარო უწოდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის ნახევარფინალს 2024 წლის 21 მარტს საქართველოში ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.