თბილისში, "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი" გაიხსნა. ღონისძიებას ევროპული ბიზნეს ასოციაციის და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის წევრები, ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. ფორუმის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღები პირები ერთ სივრცეში შეკრიბოს, რათა მათ პრობლემური საკითხები განიხილონ და ბიზნეს სექტორში არსებული მიღწევები შეაჯამონ. ღონისძებაზე წარდგენილი იქნება, “ევროპული ბიზნეს კლიმატის 2023 წლის” კვლევის შედეგები, რომელშიც თავმოყრილია ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯები და შეფასებულია რეფორმები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლების პერსპექტივიდან.